უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ქსელის გამოაშკარავების შესახებ „პროპაგანდა“ უწოდა.
„ყველას ვთხოვ, ფრთხილად იყვნენ უკრაინულ პროპაგანდაში გამოქვეყნებულ ყველა ასეთ ცნობასთან დაკავშირებით. თუ რაიმე დეტალს ან ოფიციალურ ინფორმაციას მივიღებთ, ამის გარკვევას შევძლებთ. მანამდე კი, ამას პროპაგანდად მივიჩნევთ, რომელსაც სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ“, - განაცხადა სიიარტომ.
შეგახსენებთ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ჯაშუშური ქსელი გამოავლინა, რომელიც უკრაინის სახელმწიფოს საზიანოდ მოქმედებდა. დაკავებულია 2 აგენტი.