"ვიღაც კობახიძეები არიან გარდამავალები" | ზურაბიშვილი მუქარებზე

გამოქვეყნდა:

ეს არის ის დღე, როცა ჩვენ ყველა უნდა დავდგეთ და ვთქვათ, რომ ჩვენ გადავარჩენთ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას - ამბობს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს დაგეგმილ მასშტაბურ ღონისძიებასთან დაკავშირებით.

ზურაბიშვილი კობახიძის მუქარებზე, რომ "ფეხი არ დაუცდეთ", ამბობს, რომ "მნიშვნელობა არ აქვს". 

"ეს დამოუკიდებლობა არასოდეს არ არის მოცემული სამუდამოდ. ჩვენ ვიცით, წინა თაობებმა რამდენი იბრძოლეს და რამდენი მართლაც ეროვნული გმირი არის იმის მომტანი, რასაც ჰქვია დამოუკიდებლობა და თავისუფლება. და ჩვენ ყველანი ვართ ვალდებული ვიდგეთ ამ დამოუკიდებლობის გვერდით და დასაცავად და ის დღე, 26 მაისი არის ერთადერთი დღე, როცა ყველა ერთად უნდა დავდგეთ და დავანახოთ ერთმანეთს, "ქართულ ოცნებას", მსოფლიოს, რომ საქართველო თავის დამოუკიდებლობას ყოველთვის დაიცავს... არ აქვს მნიშვნელობა, რა მნიშვნელობა აქვს, დაივიწყეთ, რაც მნიშვნელოვანია აქ რაც ხდება, რაც მნიშვნელოვანია ეს პატიმრების მშობლები და მათი შემართება. ეს არის ქართული სული, რომელიც არ ტყდება და ვიღაც კობახიძეები არიან გარდამავალები" თქვა ზურაბიშვილმა "ფორმულას" პირდაპირ ეთერში, ევროპის მოედანზე, სადაც ევროპის დღეს აღნიშნავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი