ჩვენ შევთანხმდით, რომ სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით, ორშაბათს, 12 მაისს უნდა ამოქმედდეს. ჩვენ ამას რუსეთისგან, ერთად ვითხოვთ. ჩვენ ვიცით, რომ შეერთებული შტატები ამაში მხარს გვიჭერს. უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს პირობების გარეშე - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა "მსურველთა კოალიციის" შეხვედრის დასრულების შემდეგ. ზელენსკის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა ყოვლისმომცველი უნდა იყოს - ჰაერში, ზღვაში და ხმელეთზე.
ცნობისთვის, დღეს დილით კიევში უკრაინის მოკავშირე ქვეყნების ოთხი ლიდერი ჩავიდა - დიდი ბრიტანეთის პრემიერი, გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის პრეზიდენტი და პოლონეთის პრემიერი. ეს ოთხი ქვეყნის ლიდერების პირველი ერთობლივი ვიზიტია უკრაინაში.
რუსეთს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი უპირობო, გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის ახალ მოთხოვნაზე. პუტინის მიერ, 9 მაისთან დაკავშირებით გამოცხადებული სამდღიანი დროებითი ზავი დღის ბოლოს იწურება.
იხილეთ: