ძველ ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად შენობაზე დამონტაჟებული ხარაჩოები ჩამოინგრა და ცოლ-ქმარს დაეცა, რომლებიც იმ დროს ქუჩაში გადაადგილდებოდნენ. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.
"მთავარის" ვებგვერდს საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განუცხადა, რომ დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
ბათუმში ძლიერი ქარია.