პუტინის 3-დღიანი ზავის ამოწურვის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით დრონების გაშვება განაახლა

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, პუტინის 3-დღიანი ზავის ამოწურვის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით დრონების გაშვება განაახლა.  სუმის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ხარკოვის ოლქებში საჰაერო მზადყოფნა გამოცხადდა. განგაში იყო უკრაინის დედაქალაქშიც. სამხედრო ადმინისტრაციისა და კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, მუშაობდა საჰაერო თავდაცვა. შედეგების შესახებ ინფორმაცია უცნობია.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რომელიც პუტინმა 9 მაისის აღსანიშნავად გამოაცხადა, 8 მაისს, მოსკოვის დროით 00:00 საათზე ამოქმედდა და 11 მაისს, მოსკოვის დროით 00:00 საათზე ამოიწურა

განახლება: უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, კვირას ღამით რუსეთმა 108 დრონით განახორციელა თავდასხმა, რომელთაგან 101 ჩამოაგდეს ან სამიზნეს ვერ მიაღწია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი