"ვერ იქნება მოლაპარაკებები, სანამ იარაღი საუბრობს" | მაკრონის მორიგი განცხადება პუტინის წინადადებაზე

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ , ამჯერად X-ზე ეხმაურება პუტინის შეთავაზებას, რომელიც მოლაპარაკებების დაწყებას უკრაინას სტამბოლის ფორმატში, ცეცხლის შეწყვეტის გარეშე სთავაზობს და წერს:

"კიევში და პრეზიდენტ ტრამპთან ერთად, ჩვენ გავაკეთეთ ნათელი შეთავაზება: 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც ორშაბათიდან დაიწყება. 

პრეზიდენტი ზელენსკი ამის ერთგულია ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ჩვენ რუსეთისგან მოველით ასეთივე მკაფიო პასუხს. 

ვერ იქნება მოლაპარაკებები, სანამ იარაღი საუბრობს. 

ვერ იქნება დიალოგი, თუ ამავდროულად, მოქალაქეებს ბომბავენ. 

ცეცხლის შეწყვეტა ახლა საჭიროა, რათა მოლაპარაკებები დაიწყოს მშვიდობისთვის" წერს საფრანგეთის პრეზიდენტი. 

ცნობისთვის, პირველი განცხადება ამ თემაზე მაკრონმა ჟურნალისტებთან კომენტარის დროს გააკეთა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი