ერდოღანმა მაკრონს განუცხადა, რომ თურქეთი მზადაა უკრაინასა და რუსეთს შორის, მოლაპარაკებებს უმასპინძლოს

გამოქვეყნდა:

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა უმასპინძლოს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

AFP-ის ცნობით, ლიდერებმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც ერდოღანმა განაცხადა: „უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების მცდელობებში ისტორიული გარდამტეხი მომენტი დადგა. ეს შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული და თურქეთი მზადაა ნებისმიერი მხარდაჭერა გაუწიოს, მათ შორის უმასპინძლოს ცეცხლის შეწყვეტისა და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად განხორციელებულ მოლაპარაკებებს“.

შეგახსენებთ, გვიან ღამით გაკეთებული განცხადებით პუტინმა 30 დღიანი ზავი უარყო და კიევს საკუთარი მოთხოვნები წაუყენა - სტამბოლში მოლაპარაკებების განახლება, წინაპირობების გარეშე.

უკრაინა კი მოლაპარაკებების განახლების წინაპირობად ჯერ ცეცხლის შეწყვეტას ასახლებს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი