ერდოღანი პუტინს: "ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა შექმნის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის აუცილებელ გარემოს"

გამოქვეყნდა:

თურქეთის პრეზიდენტი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაუდასტურა მზადყოფნა, თურქეთმა უმასპინძლოს უკრაინასთან მოლაპარაკებებს. ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტს განუცხადა, რომ "მის მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები სტამბოლში იქიდან გაგრძელდება, სადაც ისინი შეწყდა, მისასალმებელია და რომ თურქეთი მზადაა უმასპინძლოს მოლაპარაკებებს".

ადმინისტრაციის ცნობითვე, ერდოღანმა განაცხადა, რომ "მშვიდობის მისაღწევად შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა შექმნის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის აუცილებელ გარემოს".

უპირობო და პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა 15 მაისიდან თურქეთში, პუტინმა უკრაინას გვიან ღამით გამოსვლის დროს შესთავაზა. უკრაინა მოლაპარაკებების დაწყებამდე 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი