"აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ" | ბესენტი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ-მ და ჩინეთმა სავაჭრო ომის დეესკალაციის საკითხში "მნიშვნელოვან პროგრესს" მიაღწიეს.

"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ძალიან მნიშვნელოვან სავაჭრო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს შვეიცარიელ მასპინძელს. შვეიცარიის მთავრობა ჩვენთვის ამ შესანიშნავი ადგილის მოწოდებით ძალიან კეთილგანწყობილი იყო და ვფიქრობ, ამან განაპირობა ის, რაც ვნახეთ. დეტალებს ხვალ მოგაწვდით, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო," - ნათქვამია მის განცხადებაში.

გამოცემა BBC-ი წერს, რომ ბესენტი და ჩინეთის ვიცე-პრემიერი ჰე ლიფენგი მთელი შაბათ-კვირის განმავლობაში საიდუმლოდ დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, რაც პირველი შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იანვარში ჩინეთის წინააღმდეგ მაღალი ტარიფები დააწესა.

ხაზინის მდივანმა არ დააკონკრეტა, თუ რაზე იყო შეთანხმება, მაგრამ თქვა, რომ დეტალები ორშაბათს გამოცხადდება და რომ ტრამპს ინფორმაცია უკვე აქვს.

ცნობისთვის, ამჟამად ჩინეთისთვის 145%-იანი ტარიფი მოქმედებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი