"სიხარულით გაცნობებთ, რომ ედან ალექსანდერი, ამერიკის მოქალაქე, რომელიც 2023 წლის ოქტომბრიდან მძევლად იყო აყვანილი, სახლში, თავის ოჯახთან ბრუნდება", - წერს შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social.
"სიხარულით გაცნობებთ, რომ ედან ალექსანდერი, ამერიკის მოქალაქე, რომელიც 2023 წლის ოქტომბრიდან მძევლად იყო აყვანილი, სახლში, თავის ოჯახთან ბრუნდება. მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ არაჩვეულებრივი ამბის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო. ეს იყო კეთილსინდისიერად გადადგმული ნაბიჯი ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი შუამავლების, კატარისა და ეგვიპტის მიმართ, რათა დასრულებულიყო ეს ძალიან სასტიკი ომი და ყველა ცოცხალი მძევალი და დაღუპულის ნეშტი დაბრუნებულიყო მათ ახლობლებთან. იმედია, ეს იქნება პირველი ნაბიჯი იმ მრავალთაგან, რომელიც ამ სასტიკი კონფლიქტის დასასრულებლადაა აუცილებელი. მოუთმენლად ველი ამ სადღესასწაულო დღეს" - წერს ტრამპი.
ალექსანდერის შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით მანამდე ინფორმაცია გამოცემა Reuters-მა გაავრცელა: Reuters: "ჰამასი" ისრაელელ-ამერიკელ მძევალ ედან ალექსანდერს გაათავისუფლებს