აშშ და ჩინეთი ტარიფების შემცირებასა და 90-დღიან პაუზაზე შეთანხმდნენ

გამოქვეყნდა:

აშშ და ჩინეთი ერთმანეთის ტარიფების უმეტესობის შეჩერებაზე და 90-დღიან პაუზაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა CNBC-ი ავრცელებს. 

სავაჭრო შეთანხმება მოიაზრებს, რომ ორ ქვეყანას შორის "ურთიერთგადასახადები" 125%-დან 10%-მდე შემცირდება. ჩინურ იმპორტზე აშშ-ის 20%-იანი გადასახადი ფენტანილთან დაკავშირებით ძალაში დარჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინეთისთვის ტარიფების საერთო რაოდენობა 30%-ს შეადგენს.

"ჩვენ ძალიან პროდუქტიული მოლაპარაკებები გვქონდა და მე მჯერა, რომ ჟენევის ტბაზე გამართულმა შეხვედრამ ძალიან პოზიტიურ პროცესს დიდი სიმშვიდე შემატა.

ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას 90-დღიანი პაუზის შესახებ და მნიშვნელოვნად შევამცირეთ ტარიფების დონე. ორმხრივი ტარიფების ორივე მხარე ტარიფებს 115%-ით შეამცირებს," - განაცხადა ბესენტმა. 

აშშ-ისა და ჩინეთის განცხადებით, ისინი ეკონომიკურ და სავაჭრო პოლიტიკაზე მოლაპარაკებებს გააგრძელებენ. 

მანამდე, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ-მ და ჩინეთმა სავაჭრო ომის დეესკალაციის საკითხში "მნიშვნელოვან პროგრესს" მიაღწიეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი