ტრამპი სირიის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებს აუქმებს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის თხოვნით სირიის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის ბრძანებას გამოსცემს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ტრამპმა მოულოდნელი განცხადება საუდის არაბეთში დაწყებული რეგიონული ტურნეს დროს გააკეთა. თეთრი სახლის თქმით, ტრამპი საუდის არაბეთში ვიზიტის დროს სირიის პრეზიდენტს აჰმედ ალ შარაას შეხვდება.

"ოჰ, რას ვაკეთებ პრინცისთვის" - განაცხადა გამოსვლისას ტრამპმა სიცილით და საუბრისას ხაზი გაუსვა იმას, რომ  არსებული სანქციები მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდნენ.

"სანქციები სასტიკი და დამანგრეველი იყო და მიუხედავად ამისა, იმ დროს მნიშვნელოვან, მართლაც მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა. მაგრამ ახლა მათი დროა, იბრწყინონ. ამიტომ მე ვამბობ, წარმატებები სირია, გვაჩვენე რამე ძალიან განსაკუთრებული, როგორც საუდის არაბეთში გააკეთეს, კარგი? ისინი გვაჩვენებენ რაიმე განსაკუთრებულს.  ერთად ჩვენ მივაღწიეთ უპრეცედენტო წარმატებას და უზარმაზარ პროგრესს. ჩვენ ჯერ კიდევ ახალი ნათელი დღის გარიჟრაჟზე ვართ, რომელიც  ახლო აღმოსავლეთის დიდებულ ხალხს ელის." - განაცხადა ტრამპმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი