"მთავარის" ინფორმაციით, ქობულეთის მერმა, ლევან ზოიძემ თანამდებობა დატოვა

გამოქვეყნდა:

აჭარაში საკადრო ცვლილებები გრძელდება - "მთავარის" ინფორმაციით, ქობულეთის მერმა, ლევან ზოიძემ თანამდებობა დატოვა. ზოიძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება უკვე დაწერა და თანამშრომლებს უკვე დაემშვიდობა.

"მთავარის" ცნობით, ზოიძე აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის ახლობელია - მისი და, თინათინ ზოიძე რიჟვაძის ადმინისტრაციის უფროსი იყო. იგი სულხან თამაზაშვილის დანიშვნის დღიდან დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, "მთავარმა" გაავრცელა ინფორმაცია ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის გადადგომის შესახებ, რომელიც მოგვიანებით თავად ჩიქოვანმაც დაადასტურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი