კობახიძის "გადაწყვეტილების შედეგი" | პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს არმიწვევის მიზეზს განმარტავს

გამოქვეყნდა:

საქართველოში პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელი არტურ გებალი განმარტავს, რატომ არ იყო მიწვეული საქართველო ვარშავაში საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, სადაც EU-ის კანდიდატი ყველა ქვეყანა იმყოფებოდა.

ის მიზეზად ირაკლი კობახიძის მიერ, 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას ასახელებს:

"რაც შეეხება ვარშავაში არმიწვევის საკითხს, ეს იყო 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების შედეგი, პრემიერმა საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს ევროინტეგრაციის გზას. შეხვედრა ვარშავაში იყო გაფართოებაში მონაწილე ქვეყნებისთვის, ამიტომ იყო საქართველოს ადგილი ცარიელი. თუმცა მინდა დავადასტურო, რომ მზად ვართ, საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას. პოლონეთი თავმჯდომარე ქვეყანაა და ეს ჩვენი პრიორიტეტული საკითხია და ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს", [ფორმულა]- ამბობს არტურ გებალი. 

შეგახსენებთ, ვარშავაში EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე კანდიდატი ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო არ მიიწვიეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი