"გაითვალისწინოს მირიან ქავთარაძემ, ჩემს მოწმეებზე, ჩემს ოჯახზე ზეწოლას ნუ ახორციელებს" | საბა სხვიტარიძე მოწმე პოლიციელს

გამოქვეყნდა:

პოლიტპატიმარმა საბა სხვიტარიძემ დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლესა და მისი საქმის მოწმე პოლიციელს, მირიან ქავთარაძეს მიმართა. სხვიტარიძემ მას მოუწოდა, შეწყვიტოს მოწმეებზე ზეწოლა. 

"მირიან ქავთარაძემ უჩივლა ჩემს ძმას, კიდევ ჩემს სამ მეგობარს, მირანდა ბაღათურიას, ანი ყურაშვილს და ანა ქავთარაძეს. ამტკიცებს, რომ შეურაცხყოფა მომაყენაო, რაც სრული აბსურდია. ჯერ ერთი, ჩემი ძმა აქ იმყოფებოდა, დარბაზში, როდესაც მირიან ქავთარაძე გავიდა და მირანდა ბაღათურია, საერთოდ, ამ ტერიტორიაზეც არ იმყოფებოდა. ამ ოთხი ადამიანიდან ორი არის ჩემი მოწმე და მე მივხვდი, რომ ეს არის ჩემს მოწმეებზე ზეწოლა და დაშინების მცდელობა, ასევე ჩემს ოჯახზე.. ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინოთ და გაითვალისწინოს მირიან ქავთარაძემ, რომ მსგავსი შემთხვევები, როდესაც ასეთი სასამართლო იმართება, ჩემს მოწმეებზე, ჩემს ოჯახზე ზეწოლას ნუ ახორციელებს, - თქვა საბა სხვიტარიძემ. [ტვ პირველი]

მირიან ქავთარაძე ამტკიცებს, რომ ამ ოთხმა ადამიანმა მას შეურაცხყოფა მიაყენა.

სასამართლომ ოპოზიციური პარტიების პრესსამსახურებს, მირანდა ბაღათურიასა და ანა ყურაშვილს 4 000-4 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. თორნიკე სხვიტარიძისა და ანი ქავთარაძის სასამართლო პროცესი კი 30 მაისს გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი