1 დაღუპული და 590 დაშავებული - საპროტესტო აქციები ყირგიზეთში

გამოქვეყნდა:

ყირგიზეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 1 ადამიანი დაიღუპა, 590 კი დაშავდა - ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს არ ეთანხმებიან და მთავრობას მათ გაყალბებაში ადანაშაულებენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეკრებილები ხელყუმბარებისა, წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით 5 ოქტომბერს დაარბიეს

აქვე, საპროტესტო აქციები ყირგიზეთში 5 ოქტომბერს დაიწყო და მასში 6 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. დემონსტრანტებს მხარს 11 პარტიის წარმომადგენლები უჭერენ, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდნენ. 

პოლიციელებმა აქციის მონაწილეების დარბევა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მათ ქვეყნის მთავრობის რეზიდენციაში შესვლა სცადეს. სამართალდამცავი ორგანოები მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს, ყუმბარებს და წყლის ჭავლებს იყენებდნენ. აქციის მონაწილეები  პოლიციელებს ქვებით დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით, მათ ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის ურნებს და რამდენიმე მანქანას. მათი უმეტესობა პოლიციამ დააკავა.

ყირგიზეთის პრეზიდენტი, სორონბეი ჯენბეკოვი, საზოგადოებას შეჰპირდა, რომ დღეს, 6 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერს პირადად შეხვდება.

ცნობისთვის, ყირგიზეთში არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდა. პირველადი მონაცემებით, 7%-იანი ბარიერის გადალახვა და პარლამენტში მოხვედრა მხოლოდ ოთხმა პარტიამ შეძლო.

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი