ყირგიზეთში დემონსტრანტები წყლის ჭავლით დაშალეს - ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

ყირგიზეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ათასობით მოქალაქემ  დედაქალაქ ბიშკეკში საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს არ ეთანხმებიან და მთავრობას მათ გაყალბებაში ადანაშაულებენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეკრებილები ხელყუმბარების, წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაარბიეს.

დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებაში დაშავებულთა რაოდენობამ 70-ს გადააჭარბა. 5 მათგანი რეანიმაციაშია გადაყვანილი. 

აქცია 5 ოქტომბერს დაიწყო და მასში 6 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. დემონსტრანტებს მხარს 11 პარტიის წარმომადგენლები უჭერენ, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდნენ.

პოლიციელებმა აქციის მონაწილეების დარბევა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მათ ქვეყნის მთავრობის რეზიდენციაში შესვლა სცადეს. სამართალდამცავი ორგანოები მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს, ყუმბარებს და წყლის ჭავლებს იყენებდნენ. აქციის მონაწილეები  პოლიციელებს ქვებით დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით, მათ ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის ურნებს და რამდენიმე მანქანას. მათი უმეტესობა პოლიციამ დააკავა.

ყირგიზეთის პრეზიდენტი, სორონბეი ჯენბეკოვი, საზოგადოებას შეჰპირდა, რომ 6 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერს პირადად შეხვდება.

ცნობისთვის, ყირგიზეთში არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდა. პირველადი მონაცემებით, 7%-იანი ბარიერის გადალახვა და პარლამენტში მოხვედრა მხოლოდ ოთხმა პარტიამ შეძლო.

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი