სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ბექა მამარდაშვილი უწყებაში ე.წ ოტოს ხელმძღვანელად დაბრუნდა | მისი სახელი ივანიშვილისთვის ე.წ კრებსების მიწოდებას უკავშირდება

გამოქვეყნდა:

საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელად ბექა მამარდაშვილი დაინიშნა. მისი სახელი მედია არქივში არაერთ ხმაურიან საქმეს უკავშირდება.

ბექა მამარდაშვილი საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოში ადრეც მუშაობდა, სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილედ და თანამდებობა 2020 წლის ბოლოს დატოვა.  ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მამარდაშვილმა თან დიდი არქივი გაიყოლა. მალევე, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ივანიშვილის "ქართუ"-ში დასაქმდა. ვარაუდია, რომ კომპრომატები ივანიშვილის ხელში აღმოჩნდა.

მამარდაშვილთან დაკავშირებით  საუბრობდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილი.  ის ამბობდა, რომ ე.წ კრებსებს მას მამარდაშვილი უგზავნიდა, შესაბამისი დამუშავების შემდეგ კი გოგაშვილი ივანიშვილს აწვდიდა.

2020 წელს ნიკა გვარამია ბექა მამარდაშვილს ასახელებდა ენმ-ს ოფისების უკანონო მოსმენაზე პასუხისმგებელი პირებს შორის.

საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელად ბექა მამარდაშვილი სპეციალურმა კომისიამ შეარჩია შემდეგ კი კანდიდატურა კობახიძემ დაამტკიცა.  კომისიის შემადგენლობაში იყვნენ ანრი ოხანაშვილი, ლევან ჟორჟოლიანი, არჩილ გორდულაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე და სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.

იხილეთ ასევე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი