პანიკა "ოცნებაში" - "მთავარის" ინფორმაციით, ივანიშვილმა კომპრომატებისა და ფარული ჩანაწერების ახალი პარტია მიიღო

გამოქვეყნდა:

შესაბამისი აპარატურა, დაუცველი ქსელები. ერთი კარგი სპეციალისტი და თქვენ პირადი საიდუმლო აღარ გაქვთ. გვისმენენ ყველას.. რაც ყველაზე სახიფათოა, ტოტალური კონტროლი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობიდან ხდება. 

სუს-ი კომპრომატებს, როგორც წესი, შანტაჟისთვის იყენებს. როგორც ირკვევა, ხშირად ამ შანტაჟის მსხვერპლი, თავად მმართველი გუნდის წევრები არიან ხოლმე. 

კომპრომატებისა და ფარული ჩანაწერების ახალი პარტია ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო. მთავარისთვის ცნობილი გახდა, რომ სუს-ის მოსმენების განყოფილების უფროსის მოადგილე ბექა მამარდაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში ამ პოზიციაზე მუშაობდა, ორი თვის წინ სამსახურიდან წავიდა.

ცნობილი ხდება ისიც, რომ მამარდაშვილმა თან საკმაოდ მდიდარი არქივი გაიყოლა. მალევე, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ივანიშვილის "ქართუ"-ში დასაქმდა. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მის მიერ უსაფრთხოების სამსახურიდან გამოტანილი ინფორმაცია ოლიგარქისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. 

ინფორმაცია სუს-იდან გამოტანილი და ივანიშვილის ხელსი აღმოჩენილი კომპრომატების შესახებ სავარაუდოდ უკვე იციან მმართველ გუნდშიც. წყარო მთავარს უყვება, რომ "ქართულ ოცნებაში" პანიკაა. იხსენებენ ვინ, ვის, რაზე ელაპარაკნენ. ყველაზე მეტად კი იმის ეშინიათ, საკუთარი ბატონი შემთხვევით უარყოფით კონტექსტში ხომ არ ახსენეს სადმე. თავად უმრავლესობაში, ცხადია, ამ ინფორმაციას უარყოფენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი