"ვითხოვ და ამიხსნან, რა არის ანტისახელმწიფოებრივი ჩემი ქმედება, რომელიც ჩავიდინე" | პოლოლიკაშვილი

გამოქვეყნდა:

"გაბრაზებულზე არ მინდა ვინმეს კრიტიკა დავიწყო. მე მინდა, გავიგო ერთი რაღაცა, რატომ გამოიწვიეს ეს ჩემი კანდიდატურა, რის ფასად და ასე ჩუმად. მე არავინ არ მეტყვის და არც მაქვს ამის ილუზია, მაგრამ მე მაქვს ვალდებულებები მინისტრებთან, ქვეყნებთან. ეს არის ქართული რეპუტაციის დასასრული. მსოფლიო ტურიზმის რუკაზე დაჯდა საქართველო ჩემ გამო. მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და ნუ მაბრალებენ, რომ ანტისახელმწიფოებრივი თხოვნები ჰქონდათ, რა მთხოვეს და არ გავაკეთე. ეს არის ტყუილი. ძალიან სერიოზული ბრალდება. ვითხოვ და ამიხსნან, რა არის ანტისახელმწიფოებრივი ჩემი ქმედება, რომელიც ჩავიდინე.

[...]

ჩემს ვარაუდსა და ეჭვს პირდაპირ მოვყვები. 25 იანვრამდე ძალიან ბევრ რაღაცას ერთად ვაკეთებდი და ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი არსებობს. არის ერთი ადამიანი, თეა მაისურაძე, რომელიც იყო ჩეხეთში ელჩი. თვითონ გადავწყვიტე და ავიყვანე ხელშეკრულებით, რამდენიმე თვით, რათა დამხმარებოდა კამპანიის პროცესში. მდინარაძემ რაც თქვა დღეს, სამი თუ ოთხი თხოვნაო, ეს თხოვნა არ იყო. ძალიან კატეგორიული მითითება იყო, რომ თეა სასწრაფოდ მომეხსნა თანამდებობიდან. მე მათ ავუხსენი, ისე, როგორც თქვენ გიხსნით, რომ ასე ერთ დღეში ვერ მოვხსნიდი ამ ადამიანს. ვთხოვე, მოეცათ ჩემთვის საშუალება, მემუშავა ამ ადამიანთან, რომელიც 8 წელი, ჩემი არჩევნების დროს მეხმარებოდა. ამაზე დიდი ისტერიკა ატყდა. თეაც შეგნებული ადამიანია და რომ დაინახა, რომ ასეთი ისტერიკა იყო, თავად გადაწყვიტა აღარ ემუშავა ჩემთან.

[...]

ერთადერთი, რაც ამ ორ დღეში მოსმენილიდან შემიძლია დავადასტურო, არის ის, რომ ვამბობდი, არ მჭირდება თქვენი მხარდაჭერა, დააყენეთ სხვა კანდიდატურა, ვისაუბროთ და თუ რამე არასწორად გავაკეთე, ბოდიშსაც მოვიხდი-მეთქი. არ იღებდნენ ტელეფონს - ვინც ჩვენ თავში ჩაგვარტყამს, იმის ტელეფონს არ ავიღებთო. ბიძინა ივანიშვილი ერთხელ მყავს ნანახი, არ ვიცნობ და არ ვიცი ვინ მიიღო გადაწყვეტილება. პრემიერი კობახიძეა და ვურეკავდი მას, ვინც წარმადგინა თავის დროზე..."

- ამის შესაზებ ზურაბ პოლოლიკაშვილმა "ფორმულას" ეთერში ისაუბრა. 

შეგახსენებთ, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე "ოცნების" ხელისუფლებამ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მოხსნა და მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი