ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

გამოქვეყნდა:

ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ გიორგი გოგიტიძემ სოციალურ ქსელში დაწერა"

"მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა.
2012 წელს, როცა დაარსდა პარტია - „ქართული ოცნება“, ჩემი სურვილით მოვედი პარტიაში და დავიწყე საქმიანობა, 2012 წლიდან ვემსახურები პარტიას და ქართველ ხალხს, ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ ქალაქში საქმიანობა და მოქალაქეების გვერდში დგომა, ბევრი კეთილი საქმე გავაკეთეთ ერთად და ამით ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ.
მადლობას ვუხდი ქობულეთის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის. ასევე, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც გვერდში გვედგა ჩვენი კეთილი საქმეების განხორციელებაში. 
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი  „ქართულ ოცნებას“ და რა თქმა უნდა ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად" წერს გოგიტიძე. 

შეგახსენებთ, 14 მაისს თანამდებობა დატოვა ქობულეთის მერმა, ლევან ზოიძემ. იქამდე კი გადადგა, ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი