Reuters: რუსეთმა უკრაინას უკრაინის ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანა მოსთხოვა | მედიის ცნობით, სტამბოლში შეხვედრა დასრულდა

გამოქვეყნდა:

მედიის ცნობით,  სტამბოლში, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დასრულდა. შეხვედრა თითქმის ორ საათს გაგრძელდა. იქამდე კი Reuters-ის წყარო-მ განაცხადა, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, მიუღებელი პირობები წამოაყენა.

კერძოდ, რუსეთის დელეგაციამ მოითხოვა, უკრაინამ თავისი ჯარები გაიყვანოს თავისივე ტერიტორიიდან - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებიდან

უკრაინული დიპლომატიური წყაროს ცნობით, რუსეთის პირობები არარეალურია და სცდება ყველა ადრე განხილულ მოთხოვნას.

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი