რუსეთ-უკრაინის ომის 1178-ე დღე და სამშვიდობო მოლაპარაკებები სტამბოლში (განახლებადი)

გამოქვეყნდა:

12:18 - სტამბოლში უკრაინის, თურქეთისა და აშშ-ის დელეგაციების სამმხრივი შეხვედრა დაიწყო, ამის შესახებ  უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ შეხვედრაზე მისულები არიან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიჰა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.

დოლმაბაღჩეს სასახლესთან საერთაშორისო მედიაა მობილიზებული.

თურქული მედიის ცნობით, დღეს ორი შეხვედრაა მოსალოდნელი. სამმხრივი შეხვედრები გაიმართება ადგილობრივი დროით,10:45 საათზე - თურქეთი - აშშ - უკრაინა და 12:30 საათზე თურქეთი - რუსეთი - უკრაინა.

12:38 - უკრაინის, თურქეთისა და აშშ-ის დელეგაციების სამმხრივი შეხვედრის ფოტო გავრცელდა

13:05აშშ-უკრაინა-თურქეთის მაღალი დონის მოლაპარაკებები რომელიც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით წარიმართა, უკვე დასრულდა.

შეხვედრაზე აშშ-ის  სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოსთან ერთად წარმოადგენდნენ თურქეთში აშშ-ის ელჩი ტომ ბარაკი და უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი გენერალი კიტ კელოგი.

14:00 - სტამბოლში უკრაინა-რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დაიწყო. რუსული მედიის ცნობით, უკრაინასთან მოლაპარაკებები ორმხრივი იქნება. თურქეთისა და ამერიკის დელეგაციები შეხვედრას ერთმანეთის მისალმების შემდეგ დატოვებენ.

14:16 - კრემლის განცხადებით პუტინი სტამბოლის მოლაპარაკებათა გუნდისგან ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში იღებს. კრემლის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით. „მუდმივად ვრცელდება ანგარიშები არსებობს მოლაპარაკების პოზიციისთვის ყველა საჭირო სახელმძღვანელო მითითება“, რომლებიც 14 მაისს რუსული დელეგაციის გამგზავრებამდე გამართულ შეხვედრაზე პუტინის მიერ შემუშავდა.

14:46 -  
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის მისასალმებელი სიტყვით დაიწყო. მისი განცხადებით, ანკარა მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია და  "შეხვედრა განსაზღვრავს ქვეყნების ლიდერებს შორის მომავალ მოლაპარაკებებს".

"ჩვენს წინაშე ორი გზაა: ერთი გზა მშვიდობისკენ, მეორე კი კიდევ უფრო დიდ განადგურებამდე. მხარეები თავად გადაწყვეტენ, რომელი გზა აირჩიონ“, - განაცხადა ფიდანმა.

14:50 - BBC -ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სტამბოლის ერთ-ერთ სასტუმროში ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებს ხვდება. ადგილზე ასევე იმყოფება ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი. შეხვედრაზე ირანისა და უკრაინის საკითხები იქნება განხილული.

15:45 - მედიის ინფორმაციით, უკრაინული მხარე რუსებთან თარჯიმნის მეშვეობით ურთიერთობს.

15:50 - რუსული დელეგაცია სტამბოლში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების პროცესის გასაგრძელებლად აღარ დარჩება და შეხვედრის შემდეგ დაუყოვნებლივ აეროპორტში გაემგზავრება განუცხადა Axios-ს წყარომ.

16:30: Reuters-ის წყარო: რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებზე უკრაინული ჯარების გაყვანას მოითხოვს;

უკრაინულმა დიპლომატიურმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაცია მიუღებელ მოთხოვნებს აყენებს. მისივე თქმით, რუსეთის პირობები არარეალურია და სცდება ყველა ადრე განხილულ მოთხოვნას.

კერძოდ, როგორც წყარო ამბობს, რუსეთის დელეგაცია მოითხოვს, რომ უკრაინამ თავისი ჯარები თავისი ტერიტორიიდან გაიყვანოს ცეცხლის შეწყვეტის მიზნით.

წყარომ დასძინა, რომ რუსეთის მოთხოვნები ასევე მოიცავს სხვა მიუღებელ პირობებს.

16:15 - მედიის ცნობით,  სტამბოლში, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დასრულდა. მოლაპარაკებები თითქმის ორ საათს გაგრძელდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი