უკრაინის პრეზიდენტი, საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, ბრიტანეთის პრემიერი და პოლონეთის პრემიერი აშშ-ის პრეზიდენტს ტელეფონით ალბანეთიდან ესაუბრნენ. ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს და წერს, რომ საუბრისას სტამბოლში უკრაინა-რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები განიხილეს.
ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა რეალური მშვიდობისთვის რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯები გადადგას და მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ მტკიცე პოზიციები დაიკავოს.
"ჩვენი პოზიცია: თუ რუსები უარს იტყვიან სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე და მკვლელობებზე, მკაცრი სანქციები უნდა იყოს. რუსეთზე ზეწოლა უნდა შენარჩუნდეს მანამ, სანამ რუსეთი ომის დასრულებისთვის მზად არ იქნება. მადლობა მსოფლიოში ყველას, ვინც გვეხმარება" წერს ზელენსკი.
სტამბოლის თითქმის 2-საათიანი შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის პირობად უკრაინის ტერიტორიებიდან - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებიდან - უკრაინის ჯარის გასვლა დაასახელა.