ზელენსკი-პუტინის შეხვედრა შესაძლებელია, თუ მომლაპარაკებლები „გარკვეულ შეთანხმებებს“ მიაღწევენ | პესკოვი

გამოქვეყნდა:

კრემლის პრესსპიკერი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლებელია, ორი ქვეყნის მომლაპარაკებლების მიერ გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემდეგ:

„ჩვენ ასეთ შეხვედრას შესაძლებლად მივიჩნევთ, როგორც ორივე მხარის დელეგაციების მუშაობის შედეგად, ამ დელეგაციების გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემდეგ“, - ამბობს პესკოვი.

პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ამზადებს ცეცხლის შეწყვეტის პირობების სიას და მას უკრაინას გადასცემს.

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა სტამბოლში გუშინ, 17 მაისს გაიმართა. მხარეები ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი