549 ახალი ინფიცირებული და კიდევ 4 გარდაცვლილი - ქვეყანაში, კორონავირუსის მზარდი სტატისტიკის ფონზე, სახელმწიფო საავადმყოფოებიდან საწოლებს ქირაობს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგევრდზე უკვე გამოქვეყნდა გამარტივებული ტენდერი, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება ამ მიზნით 48 მილიონს დახარჯავს.
ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ის თანხაა, რომლითაც ხელისუფლებას ბევრად მეტის გაკეთება შეეძლო.
48 მილონ ლარად საავადმყოფოს აშენება შეიძლება თავისი აღჭურვილობით, საკმაოდ ძლიერი საავადმყოფოსი. რატომ ვაპირებთ ახლა ქირაობას? რამდენადაც მე ვიცი, უნდა ყოფილიყო არა ტენდერი, არამედ ერთ პირთან მოლპარაკებები შესყიდვაზე, რომელიც სექტემბერში უნდა დამთავრებულიყო, ისევ და ისევ გაუთვლელობაა რისკების, - ამბობს ვატო სურგულაძე.
მისი თქმით, ეს ყველაფერი აგვისტოში უნდა გაკეთებული და ამაზე წინასწარ უნდა გვეფიქრა. იგივეს ფიქრობს, ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკის კველების ცენტრის დირექტორი, სერგო ჩიხლაძე.
რა თქმა უნდა, დაგვიანებულია, ამაზე ადრე უნდა ეზრუნა მთავრობას. სად წავიდა ის 140 მილიონი, რომელცი კოვიდ ფონდში იყო გადარიცხული, სად წავიდა უცხოეთისგან მიღებული დახმარება, - ამბობს სეგრო ჩიხლაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 6 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 268 ადამიანი. ახალი ინფიცირებულებიდან ყველაზე მეტი - 348 პაციენტი კვლავ აჭარიდანაა.