ოპოზიცია ამბობს, რომ "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსებს იყენებს. მათი თქმით, ხელისუფლებამ ჩვეულ ხერხს რამდენიმე რეგიონში უკვე მიმართა. ხელისუფლებაში ბრალდებას უარყოფენ. "მთავარის" კითხვას ამ თემაზე პრემიერმა არ უპასუხა, კახი კალაძემ კი დეზინფორმაცია უწოდა.
საარჩევნო გარემო და კამპანია მთლიანობაში მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. სამწუხაროა ის ცალკეული ინციდენტები, რომლებიც ვიხილეთ. ერთი დამადასტურებელი ფაქტი არ ექნებათ იმის, რომ ქართული ოცნების წევრები ტრენინგებს ატარებენ, ეს არის ცრუ ინფორმაცია, ტყუილი, ეს მიდგომა და დამოკიდებულება ჩვენ არ გვაქვს, - თქვა კახი კალაძემ.
მისი თქმით, უბანზე საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ, რომლებსაც კონკრეტულ მითითებებს აძლევენ. პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით ცესკო-ს და სამართალდამცავ სტრუქტურებს უნდა მიმართონ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნო გარემოს ძალადობრივად აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლებას გამარჯვების სხვა რესურსი არ დარჩა და ამიტომ ადმინისტრაციულ იყენებს.
"ევროპულ საქართველოში" კი ამბობენ, რომ ერთადერთ ხსნას ხელისუფლება ამ რესურსის გამოყენებაში ხედავს, მაგრამ საზოგადოებაზე ეს გავლენას ვეღარ მოახდენს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში" ამბობენ, რომ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით კითხვები არსებობს და საგამოძიებო უწყება პოლიტიზირებულია.