კრემლმა რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს „უცნაური“ უწოდა. პრესსპიკერმა პესკოვმა განაცხადა, რომ კანდიდატი, რომელმაც გასულ წელს გაუქმებულ არჩევნებში გაიმარჯვა, "უსამართლოდ იქნა დისკვალიფიცირებული". საუბარია პრორუს კალინ ჯორჯესკუზე, რომელმაც ნოემბერში ხმების უმრავლესობა მიიღო, თუმცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები სწორედ რუსული ჩარევების გამო გააუქმა.
„არჩევნები, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური იყო. ჩვენ ვიცით იმ კანდიდატის ისტორია, რომელსაც გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ჰქონდა. ის უბრალოდ ძალით მოხსნეს რბოლიდან“ - თქვა პესკოვმა.
კვირას, 18 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელმა კანდიდატმა, ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა.