თუშეთი-აბანო-ომალოს გზის მონაკვეთი ინფრასტრუქტურულად ამ დრომდე მოუწესრიგებელია. როგორც ადგილორბივები ამბობენ, ჰქონდათ დაპირება, რომ გზა სრულად 2016-დან 2019 წლამდე გაკეთდებოდა, თუმცა პირობა არ შესრულდა.
თუშეთის გზის მონაკვეთი ახმეტა, თელავი, ყვარელის ოლქში ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა დაათვალიერა.
ეს არის ერთ-ერთი ტურისტულად მნიშვნელოვანი ადგილი. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვნახეთ არაერთი დაპირება, რომელსაც ივანიშვილი და მისი ხელისუფლება პირდებოდა ხალხს და მან გადააგდო მოსახლეობა. დღესაც ამ ტყუილებში ამყოფებს ხალხს, - თქვა გიორგი ბოტკოველმა.
გზაზე ხშირია ავარიებიც. გუშინ, 5 ოქტომბერს მცირე სატვირთო მანქანით მძღოლი რამდენიმე ათეული მეტრიდან გადავარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ კომპანია და ხელისუფლება გზის მოწესრიგებასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს.
ავტორი: ია გულიაშვილი.