ლანჩხუთის სადგურში, ქუთაისი-ბათუმის მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ვაგონებიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.
შემთხვევის გამო მოხდა ხაზზე ელექტროენერგიის გათიშვა, რის გამოც ამ მომენტისთვის ბათუმი-თბილისის მატარებელი სუფსაშია გაჩერებული.
ფოტო: "გურია ტვ"
ამასთან, საქართელოს რკინიგზის ინფორმაციით, მატარებელი ლანჩხუთის სადგურში გაჩერდა ტექნიკური პრობლემის გამო, კერძოდ, მიზეზი საკონტაქტო ქსელის მცირე დაზიანება გახდა.
"პრობლემა ოპერატიულად იქნა აღმოფხვრილი და ქუთაისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა აღდგენილია, ამასთან, სხვა მატარებლებიც შეუფერხებლად მოძრაობენ. აქვე განვმარტავთ - მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება", - წერია ინფორმაციაში.