ვარკეთილში 5 ავტომანქანა დაიმტვრა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. "მთავარის" ინფორმაციით, დაშავებული არავინაა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
როგორც "მთავარს" თვითმხილველებმა მიაწოდეს ინფორმაცია, უცნობმა პირებმა, სავარაუდოდ არასრულწლოვნებმა მიკროავტობუსი გაიტაცა და ავტოსადგომზე გაჩერებული მანქანები დაამტვრია.