მოლდოვის ავტონომიური ოლქის, გაგაუზიის პრორუსი ლიდერი კიშინიოვის სააპელაციო სასამართლომ შინაპატიმრობაში დატოვა. პარალელურად, შესაძლოა მისი თანამდებობიდან გადაყენების პროცედურაც დაიწყოს.
ევგენია გუცული კიშინიოვის აეროპორტში მარტის ბოლოს, ქვეყნის დატოვების მცდელობისას დააკავეს.
გუცულის წინააღმდეგ მოლდოვას სისხლის სამართლის საქმეები აქვს აღძრული. მას რუსეთიდან პოლიტიკური საქმიანობის უკანონოდ დაფინანსებასა და 2022 წელს, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ორგანიზებას ედავებიან
სეპარატიზმის ხელშეწყობისა და სუვერენიტეტისთვის საფრთხის შექმნის გამო, ევგენია გუცულს EU-მ გასულ წელს სანქციები დაუწესა.