ევროკავშირის დელეგაციის წევრის, საიმონ ვანდერბრუკის საქართველოში არშემოშვებას "ოცნების" საგარეო საქმეთა სამინისტრო "ტექნიკურ გაუგებრობას" უკავშირებს - "ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას. აღნიშნულზე ევროკავშირის მხარესთან გვქონდა კომუნიკაცია, რის შესახებაც მათ განემარტათ და საკითხი ამოწურულია" – აცხადებენ სამინისტროში.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დაადასტურა, რომ 21 მაისს ევროკავშირის დელეგაციის წევრს, საიმონ ვანდერბრუკს თბილისის აეროპორტში შემოსვლის უფლება არ მისცეს. მათი განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გადაეგზავნა და საქართველოს ხელისუფლებამ სიტყვიერად მოიბოდიშა.