"რუსეთიც სახელმწიფოა და დიდი ბრიტანეთიც სახელმწიფოა....[განსხვავება] იქ ინგლისურად საუბრობენ, იქ რუსულად..." | პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

ლონდონის სასამართლო ივანიშვილისა და Credit Suisse Life შორის დავასთან დაკავშირებით, "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს არის "პოლიტიკური ვენდეტა". პაპუაშვილმა დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ტოლობის ნიშანიც დასვა: 

მე ერთადერთი ლამის სურვილი მაქვს, რომ ის, რასაც ჰქვია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, ამას უკიჟინებენ არამხოლოდ რუსეთს და სწორად აკეთებენ, ჩაიხედონ სარკეში და დაინახონ თავის თავში საერთაშორისო სამართლის დარღვევები. როდესაც საერთაშორისო სამართალს არღვევენ სხვადასხვა სახელმწიფოები, პოლიტიკოსები თუ ასე შემდეგ, ეს მათ მორალურ უპირატესობას ართმევს... რუსეთიც სახელმწიფოა და დიდი ბრიტანეთიც სახელმწიფოა.  [ჟურნალისტი: განსხვავებას ვერ ხედავთ?] - არა ორივე სახელმწიფოა. იქ ინგლისურად საუბრობენ, იქ რუსულად საუბრობენ... რუსეთი ჩვენი ოკუპანტია დიდი ბრიტანეთი არ არის. არსებობს სხვაობებიც და არსებობს თანხვედრები.

ბრიტანეთის მხრიდან ხდება თვითნებური, სამართლებრივი საფუძვლის არმქონე გადაწყვეტილებების მიღება , რომელზეც მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ არის პოლიტიკური ვენდეტით ნაკარნახევი იმის გამო, რომ 2024 წლის არჩევნებში ქართველმა ხალხმა აირია ქართული ოცნება" თქვა პაპუაშვილმა.   

იხილეთ:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი