[ტყვეთა] გაცვლა დღესაც გაგრძელდა. ჩვენი კიდევ 307 ჯარისკაცი დააბრუნეს სახლში. რიგითები და სერჟანტები. უმრავლესობა უკრაინის შეიარაღებული ძალებიდანაა, ასევე არიან ეროვნული გვარდიიდან, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურიდან. ამ ადამიანებიდან 273 დონეცკის რეგიონში ჩავარდა ტყვედ, მნიშვნელოვანი ნაწილი - ჯერ კიდევ 2022 წელს, ასევე ხერსონის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიებზე. ორდღიანი გაცვლის შედეგად, სულ 697 უკრაინელი უკვე სახლშია.
ხვალ მესამე ეტაპია. ამ დღეებში ჩვენ ათასი ადამიანი უნდა გავათავისუფლოთ. მაგრამ ამოცანაა აბსოლუტურად ყველას გათავისუფლება, ვინც ამჟამად რუსეთშია დაკავებული და ეს ამოცანა საერთოა ჩვენი დაზვერვისთვის, ჩვენი დიპლომატებისთვის, მთელი ჩვენი სახელმწიფოსთვის. ცხადია, რომ ეს ამოცანა ადვილი არ არის, მაგრამ ის უნდა განხორციელდეს. მადლობელი ვარ მსოფლიოში ყველასი, ვინც გვეხმარება. და ეს ჩვენთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია - რომ ჩვენი პარტნიორები - ყველა ლიდერი, ყველა სახელმწიფო - მხარს გვიჭერენ ამ რთულ საქმეში."
ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ტყვეთა გაცვლის მორიგ ეტაპზე.