რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ერეკლე გეწაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრის ბრძანება გასცა

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა მომღერალ ერეკლე გეწაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა მოითხოვა. ინფორმაციას კომიტეტი თავად ავრცელებს.

კერძოდ, ბასტრიკინმა, საქართველოში გამართულ კონცერტზე "რუსეთის დროშის შეურაცხყოფის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ბრძანება გასცა".

"რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ გამომძიებლებს დაავალა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრან, რათა დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისაჯონ", - ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

საქმე Tbilisi Open Air-ზე მომღერალ ერეკლე გეწაძის პერფორმანსს ეხება, რომელსაც გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვაც გამოეხმაურა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი