საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამართლიანად დაგმო რუსეთის დროშის შეურაცხყოფა ქართველი მომღერლის მიერ - განუცხადა რუს ჟურნალისტებს დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა.
„მომღერალ ერეკლე გეწაძის მიერ სცენაზე დროშასთან დაკავშირებით ჩადენილი კადნიერი საქციელი გამბედაობის აქტი კი არა, ბანალური თავხედობაა. ირაკლი კობახიძე სწორად მოიქცა, როდესაც ინციდენტი დაგმო“, - თქვა გავრილოვმა.
ცნობისთვის, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ერეკლე გეწაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრის ბრძანება გასცა.