ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არასდროს ამოქმედდეს - განაცხადა გერმანიის კანცლერმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს.
„ჩვენ გავზრდით ზეწოლას რუსეთზე. ამას ვაკეთებთ იმისათვის, რომ შევასუსტოთ მოსკოვის საომარი მანქანა და გავუხსნათ გზა მოლაპარაკებებს. ამას გერმანიის სახელით ვამბობ. ამ მხრივ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არასდროს ამოქმედდეს“, - განაცხადა გერმანელმა პოლიტიკოსმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა, გააგრძელონ აგრესორზე სანქციებით ზეწოლა.
„ჩვენ გვჭირდება ზეწოლა რუსეთზე. ზეწოლის ყველა ფორმა, რომელიც მათ სამარცხვინო ქმედებების შედეგებს აგრძნობინებს. ამიტომ, ღირს ამ ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების გაგრძელება... გერმანია მხარს გვიჭერს ამ საქმეში “, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბერლინი მხარს დაუჭერს კიევს საკუთარი შორი დისტანციის მოქმედების იარაღის შემუშავებაში.