"მთავარის" ინფორმაციით, ნიკა მელია სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესით დააკავეს

გამოქვეყნდა:

"მთავარის" ინფორმაციით, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

"ნიკა მელია სამართალდამცველების მიერ დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ნიკა მელია კანონით დადგენილი წესით წარედგინება სასამართლოს," - აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დღეს, ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს

ცნობისთვის, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ხვალინდელ სასამართლო პროცესზე, სავარაუდოდ, დააკავებდნენ - მას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული გირაოს გადაუხდელობის გამო აღკვეთის ღონისძიებას, სავარაუდოდ, პატიმრობით შეუცვლიდნენ. ნიკა მელია აღნიშნულ პროცესზე მისვლას არ აპირებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მელიას დღეს სუს-ის თანამშრომლები სახლიდან გაჰყვნენ და ის ლისის ტბის მიმდებარედ, ძალის გამოყენებით დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი