"ახლა ოფისში დაბრუნდნენ ნიკა მელიას დაცვის წევრები, ვისთან ერთადაც იმყოფებოდა ნიკა. ჩვენთვის რაც არის ცნობილი, არის ის, რომ ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც არც კამერებია, სადაც ნაკლები მანქანა გადაადგილდება და ასე შემდეგ, წინასწარი ჩასაფრება მოუწყვეს. ასევე, როგორც ცნობილი გახდა, მას სახლიდან უკვე მიყვებოდა, სავარაუდოდ, სუს-ის რამდენიმე მანქანა. მისი დაკავება მოხდა ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადამიანებისგან და კამერებისგან განრიდებულ ადგილას. დაახლოებით 200-მდე ადამიანი იყო, როგორც კრიმპოლის, ასევე პოლიციის თანამშრომლები. მანქანა გააჩერეს იმ მიზეზით, რომ რაღაც, მორიგი გადამოწმება იყო თითქოს, რა დროსაც ერთ-ერთმა ეკიპაჟის წევრმა რაციაში უთხრა რომ "ობიექტი აქ არისო". [სპეცოპერაცია იყო ნამდვილად ნიკა მელიას წინასწარი აყვანის]. დაახლოებით, კრიმპოლის 200-მდე თანამშრომელმა ყველას, მის [ნიკა მელიას] თანმხლებ პირებს ჩამოართვეს ტელეფონები, წაიღეს მანქანიდან კამერები და ნიკა ძალის გამოყენებით, აბსოლუტურად ყოველგვარი განმარტების და მიზეზის გარეშე, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ მას ხვალ ჰქონდა სასამართლო და დღეს ნიკა მელიას დაკავების არანაირი მიზეზი არ არსებობდა, ნიკა უბრალოდ გაიტაცეს ძალადობრივად"
- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა ანა გოგოლაძემ "ფორმულას" ეთერში ისაუბრა.