
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ის ტესტი 247 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან კორონავირუსი 103 პირს დაუდასტურდა.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად გუდაურთის საავადმყოფოში 134 პაციენტი მკურნალობს, მათგან 127 დადასტურებული შემთხვვევაა, 20 პირი მძიმე მდგომარეობაშია, 15 კი გაეწერა.
ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსული შემთხვევების საერთო რაოდენობაა 1 868-ს აღწევს, 655 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 6 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 268 ადამიანი. ახალი ინფიცირებულებიდან ყველაზე მეტი - 348 პაციენტი კვლავ აჭარიდანაა.