"მოხდა გატაცება ძალიან აგრესიული ძალის გამოყენებით, მანქანაში ჩატენვა...თავს დამნაშავედ არ ვცნობ" | მელია დაკავების დეტალებზე

გამოქვეყნდა:

საღამოს 9 საათზე, 2 მანქანით გადავაადგილდებოდი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე და 9 საათზე იყო სოციალურ პლატფორმაზე გადაცემა "ორ ცეცხლს შუა", ამ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მივდიოდი. სულ რაღაცა 2 კმ იყო დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც მოხდა ჩემი გატაცებადა არანაირი დაკავება. გააჩერა მოულოდნელად ე.წ. საპატრულო ავტოსატრანსპორტო საშუალებამ, პატრულის ფორმაში გამოწყობილმა პირმა მძღოლს სთხოვა მართვის მოწმობა და ცხადი იყო მისი გამომეტყველებითაც, რომ ყველაფერი აინტერესებდა გარდა მართვის მოწმობისა და ამ პროცესში, როდესაც ჯერ კიდევ მძღოლს მართვის მოწმობა გადაცემული არ ჰქონდა, მის ე.წ. რაციაში კითხვა გაისმა, რაც გავიგეთ მეც და მძღოლმაც - ეტყობა ხელმძღვანელმა ჰკითხა, "ობიექტი თუ იჯდა მანქანაში". გასაგები იყო უკვე რაც ხდებოდა. არსაიდან, მე რაც დავინახე, დაახლოებით 11 ადამიანი იყო სამარშრუტო ფურგონში, სადაც მე ძალის გამოყენებით მომათავსეს. არანაირი ნიშან-წყალი, რომ ისინი იყვნენ პოლიციელები, მათ ქმედებაში, გამომეტყველებაში, საუბრის მანერაში არ იყო.  მოხდა გატაცება ძალიან აგრესიული ძალის გამოყენებით, მანქანაში ჩატენვა, ამის შემდეგ ძალის გამოყენებით მობილური ტელეფონის წართმევა...

რა სისულელე კითხვებია?! არა, თავს დამნაშავედ არ ვცნობ, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად ვიკავებ თავს, მაგრამ შეიძლება მაინც გითხრათ, ცოტა ხანში..."

თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე. მან მოსამართლეს მოუწოდა, დაინტერესდეს, მისი გატაცების საქმის დეტალებით. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი