ტროლების ქარხანა ისევ ამოქმედდა - ია მეტრეველის "დავასრულოთ" ოპონენტების შავი პიარისთვის

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის წინააღმდეგ ტროლების მორიგი ქარხანა და დისკრედიტაციის კამპანია, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ახალი ძალით ამოქმედდა. Facebook გვერდების  - "არქივის", "პოლიტიკური მოთვალთვალის" და "დავასრულოთ" - საქმიანობა "სამართლიანმა არჩევნებმა" შეისწავლა. 

ირკვევა რომ გვერდების უკან ია მეტრეველის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია "დავასრულოთ" დგას. ოპოზიციის წინააღმდეგ შავ პიარს კი საინფორმაციო სააგენტო "For.ge" -ის ხელმძღვანელები როზეტა ჯღამაია და გიორგი იაკობაშვილი მართავენ. 

სამიზნე წინა ხელისუფლება, მიხეილ სააკაშვილი და ყველა ის ოპოზიციური პარტიაა ვინც ახლა "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობს. იერიში მიაქვთ კრიტიკულ მედიასა და სამოქალაქო აქტივისტებზე. 

"ქართულ ოცნებას" მხოლოდ დადებით კონტექსტში მოიხსენიებენ და საერთოდ არ ახსენებენ "პატრიოტთა ალიანსს". 

ორგანიზაცია "დავასრულოთ" - For.ge-ის ხელმძღვანელმა გიორგი იაკობაშვილმა საკუთარ მისამართზე დაარეგისტრირა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ყოფილმა წევრმა გია იაკობაშვილმა ჩვენ კითხვებს არ უპასუხა.  "სამართლიანი არჩევნების" ანგარიშზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა ორგანიზაცია "დავასრულოთ" დირექტორმა როზეტა ჯღამაიამაც. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი ვინც ტროლების ქარხნის სამიზნეა, დღეს ამბობდნენ რომ მსგავსი დისკრედიტაციის კამპანიის უკან "ქართული ოცნება" დგას.

სამართლიანმა არჩევნებმა საგანგებოდ მიმართა აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს ორგანიზაცია "დავასრულოთ" დაფინანსების შესახებ ინფორმაცია, რადგან ორგანიზაცია პოლიტიკური შინაარსის პოსტებს ასპონსორებს, ეს კი კანონმდებლობით აუდიტის სამსახურში სავალდებულო დეკლარირებას ექვემდებარება. 

ტროლების ქარხანა აქტიურად ქართულმა ოცნებამ 2018 საპრეზიდენტო არჩევნების დროს, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აამოქმედა. ფეისბუქმა ასობით ყალბი გვერდი და ჯგუფი გააუქმა და ბოლო ორი წლის განმავლობაში ტროლების ქარხნის წმენდა 3-ჯერ მოაწყო.  

"სამართლიან არჩევნებში" ფიქრობენ, რომ ორგანიზაცია "დავასრულოთ" მისი ფეისბუქ გვერდებით ე.წ. ტროლების ქარხნის შავი პიარის შეცვლილი ფორმით გაგრძელებაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი