ბიუჯეტი 2021 - პარლამენტი განხილვას იწყებს - ვინ რამდენით დაფინანსდება?

გამოქვეყნდა:

პარლამენტი დღეიდან ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტზე მსჯელობას იწყებს.  2021 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვა მომავალ კვირას, 16 ოქტომბერს დასრულდება და დოკუმენტი შენიშვნებით ისევ მთავრობას დაუბრუნდება. ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას კი მეათე მოწვევის პარლამენტი დაამტკიცებს.

2021 წლის  ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობა 17  მილიარდზე მეტი ლარის დახარჯვას გეგმავს. ირკვევა რომ მომავალ წელს ხელისუფლება  5% - იან  ეკონომიკურ ზრდას ელოდება.

სამინისტროებიდან ყველაზე მეტი დაფინანსება  ჯანდაცვის სამინისტროს აქვს.

ოპოზიცია ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს აკრიტიკებს. ისინი არამიზნობრივ და გაბერილ ბიუროკრატიულ ხარჯებზე საუბრობენ.

  • ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 4 852.0 მლნ ლარით, რაც 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით შემცირებულია 663.0 მლნ ლარით.
  • ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2 421.6 მლნ ლარით, რაც წინა წლის დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია 615.0 მლნ ლარით;
  • განათლების სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 1 738.1 მლნ ლარით, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ასიგნებაზე 199.2 მლნ ლარით მეტია;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 415.8 მლნ ლარს;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 356.5 მლნ ლარი;
  • იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 251.0 მლნ ლარი;
  • საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 156.0 მლნ ლარი;
  • თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 900.0 მლნ ლარი;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 790.0 მლნ ლარი.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი