აქცია ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად - "შეცვალე" მთავრობას აქტიურობისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოითხოვონ გალში დაკავებული საქართვლოს მოქალაქის, ირაკლი ბებუას, გათავისუფლება - მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს.

"შეცვალეს" წევრების თქმით, ბებუას საქმეზე სახელმწიფო უწყებების მხრიდან წარმომადგენლებმა ზერელე განცხადებები გააკეთეს. მათი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა უზრუნველყოს საკითხში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა.

ბებუა ოკუპანტებმა ერთი კვირის წინ დააკავეს. მას ბრალად სოხუმის დაცემის დღეს ე.წ. აფხაზური დროშის დაწვა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარება ბრალდება.

ბებუა აღიარებს , რომ ოკუპანტების სიმბოლიკა ნამდვილად დაწვა, თუმცა ხელყუმბარები დაკავებისას  ჩაუდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი