შემცირებული ჯანდაცვის ბიუჯეტი და გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯები - ოპოზიცია ბიუჯეტს აკრიტიკებს

გამოქვეყნდა:

დღეიდან პარლამენტში 2021 წლის ბიუჯეტის საკომიტეტო განხილვა იწყება. დოკუმენტს მე-10 მოწვევის პარლამენტი დაამტკიცებს, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შეიკრიბება.

მმართველი გუნდი მომავალი წლისთვის 17 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს, რაც წინა წლის ხარჯებს 1-მილაირდით აღემატება. ოპოზიცია კი ხელოვნურად გაზრდილ ბიუროკრატიულ ხარჯებსა და ბიუჯეტის არასწორ განაწილებაზე საუბრობს. 

ბიუჯეტი აცდენილია ყველანაირ პარამეტრსა და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას. ჯანდაცვის ბიუჯეტი, პანდემიის ფონზე, შემცირებულია. ფაქტობრივად, საერთოდ არ არის გათვლისწინებული. მმართველი გუნდი ისევ არ ამბობს უარს საკუთარ ფუფუნებასა და კომფორტზე, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" აღმსასრულებელი მდივანი, კობა ნაყოფია. 

ბიუჯეტი პირველადი მოსმენით 16 ოქტომბრამდე უნდა განიხილონ და, მოგვიანებით, არჩევნების შემდეგ დაამტკიცონ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი