
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის ხელმძღვანელმა სოსო გოგაშვილის "ქართული ოცნებიდან" წასვლის მიზეზი არ იცის. ანზორ ჩუბინიძე ამბობს, რომ გოგაშვილი პარტიის საქმიანობაში ისედაც ნომინალურად იყო ჩართული და ძირითადად პირად განვითარებასა და განათლებაზე ზრუნავდა:
სოსო გოგაშვილზე მე რაც ვიცოდი, იგი აქტიურად იყო ჩართული თავსი განვითარებაში, თავის განათლების მიმართულებით, ცდილობდა რაღაც-რაღაცეებს, ყალიბდებოდა, რაც მე მისგან ტელეფონზე საუბრით ვიცი, თავის პირადი განვითარების და განათლების მიმართებით და წარმოდგენა არ მქონდა თუ საიდ აპირებდა, როგორ აპირებდა, თუ ტოვებდა, ახლა მესმის" ამბობს ანზორ ჩუბინიძე.
სოსო გოგაშვილის "ოცნებიდან" წასვლის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. კომენტარი გააკეთა პრემიერმინისტრმაც, რომელმაც თქვა, რომ "საერთოდ არ აინტერესებს სად წავიდა გოგაშვილი".
შეგახსენებთ, სოსო გოგაშვილი „ქართულ ოცნებაში“ მონიტორინგის, კოორდინაციის და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი იყო.
გოგაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა, მანამდე კი, 2014 წელს, შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო.