მელაშვილსა და ილიჩოვას საგამოძიებო უწყება ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენს - დავითგარეჯის საქმე

გამოქვეყნდა:

დავითგარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საგამოძიებო უწყება ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენს, რის შემდეგაც სასამართლომ დაკავებულების აღკვეთ ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს.

ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი, ამბობს, რომ საქმე აბსურდულია და ბრალს არც დავითგარეჯის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე აღიარებს. 

დღეს, ბატონ ივერი მელაშვილს წაუყენებენ ბრალდებას ოფიციალურად. დიდი ალბათობით, პროკურატურა მოითხოვს პატიმრობას. ჩვენ პოზიცია არის, რომ არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გამოყენებული პატიმრობა იმიტომ, რომ ამის საფუძველი არ არსებობს. ბატონი ივერი თვლის, რომ ეს საქმე უკავშირდება გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებს, მიმდინარეს ქვეყანაში, გარკვეულ პოლიტიკური კონტექსტი გააჩნია. აპირებს ბოლომდე სამართლებრივ ბრძოლას და არცერთ შემთხვევაში რაიმე ფორმით პროკურატურასთან, ან შეთანხმებაზე საუბარი, ან სხვა სახის საუბარი გამორიცხულია, - თქვა ედუარდ მარიკაშვილმა

პროკურატურა დავითგარეჯის კომისიის წევრებს საქართველოს მიწების გასხვისებაში ადანაშულებს. გარეჯის კომისიის წევრები კი ამ ბრალდებებს, სავარაუდოდ, სასამართლო პროცესზე უპასუხებენ.

შეგახსენებთ, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 2 ოქტომბერს დააკავეს. მელაშვილი ამბობდა, რომ ეს წინასაარჩევნოდ აგორებული ტალღაა. 

ცნობისთვის, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის გამო საქართველოს
პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი