რამდენიმე საათში დავითგარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საგამოძიებო უწყებაში ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ, რის შემდეგაც სასამართლომ დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს.
საგამოძებო უწყებაში, მივიდნენ დაკავებულებს ადვოკატები. ივერი მელაშვილის უფლებადამცველი ამბობს, რომ ბრალდება აბსურდულია.
მსხვერპლშეწირვას უფრო ჰგავს ვიდრე რაიმე სამართლებრივ პროცესს და ეს ადამიანები პოლიტიკურ ბატალიებს ეწირებიან. რაც შეეხება, სამართლებრივ ბრალს და ქმედების შემადგენლობას, გულისხმობს საქართველოს ტერიტორიების გამოყოფისაკენ მიმართულ ქმედებას, რასაც არ მოჰყოლია რაიმე ტერიტორიის გადაცემა ან დაკარგვა და მიგვაჩნია, რომ ბრალდება არის აბსურდული. მოწმეებად ჰყავთ სასულიერო პირები, რომლებიც თითქოს ესწრებოდნენ გარკვეულ შეხვედრებს და ისე ჰქონდათ იმდენი ექსპერტული ცოდნა, რომ მათ გაარჩიეს,რომელი რუკების გამოყენებას არა - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი
პროკურატურა გარეჯის კომისიის წევრებს საქართველოს მიწების გასხვისებაში ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 2 ოქტომბერს დააკავეს. მელაშვილი ამბობდა, რომ ეს წინასაარჩევნოდ აგორებული ტალღაა.
ცნობისთვის, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის გამო საქართველოს
პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.