ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავსა და გარდაბანში, ირმა ნადირაშილი, რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში მივიდა, სადაც მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემებია.
წვიმის დროს, დასახლებაში იტბორება ქუჩები და კორპუსები, რაც ადგილობრივებს უზღუდავს გადაადგილების საშუალებას.
მოსახლეობის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ადგილობრივი ხელისუფლება მათ ყურადღებას არ აქცევს; ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ ამ მძიმე სოციალური ყოფის შეცვლას კონკრეტული გეგმა და გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება .